Posts

Showing posts from July, 2017
      ტრენინგის მე-9 დღე                                                                          რეფლექსია დღეს შევისწავლეთ ბლოგებში დიზაინის შეცვლა , გაჯეტების დამატება, ასევე, როგორ შეიძლება მივაბათ ბლოგებს გაჯეტები ან სხვა საიტები და საქაღალდე,თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ პრაქტიკულად განვახორციელეთ ყველა ოპერაცია; გავაკეთეთ პროექტიების პრეზენტაცია, შევაჯამეთ მთლიანი ტრენინგი.   ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან  მივიღე ვრცელი  და სრული ინფორმაცია ინტელის პროექტის შესახებ, კერძოდ, როგორ მივიდე პროექტის დაგეგმვამდე, აღვძრა მოტივაცია მოსწავლეებში, როგორ მოვახდინო იდეების გენერირება და როგორ გავიიოლო მუშაობა; მასწავლა, მხოლოდ დახმარებით  მოსწავლეებმა შეძლონ კეთებით და ა ღმოჩენებით   პრობლემების მოგვარება - გადაწყვეტა, გავაუმჯობესე კომპიუტერთან მუშაობა, კერძოდ, სხვადასხვა ოპერაციების კეთება, რაც უკავშირდება არა მხოლოდ პროექტს, არამედ, ზოგადად,  ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას, რომლის ცოდნა კიდევ მეტად დამეხმარება სხვა პედაგოგებთან თანამშრომლობასა და გამოცდილების
      ტრენინგის მე-7 დღე                                                           რეფლექსია ძალიან საინტერესო იყო ტრენინგის დღევანდელი დღე , ვინაიდან თანმიმდევრულად გავეცანით პროექტზე მუშაობას. დისკუსიითა და დიალოგით , ფაქტობრივათ, გამოიკვეთა ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რასაც სასწავლო პროცესის დროს ჰქონდა ადგილი. ტრენერმა ძალიან კომპეტენტურად გაგვცა პასუხები ჩვენტვის , პროექტთან დაკავშირებით, ბუნდოვან საკითხებს. ვისწავლეთ, როგორ დავაინტერესოთ მოსწავლეეები, ისწავლონ პროექტებით. სირთულე მხოლოდ კომპიუტერეთან უშაობა იყო, მაგრამ ამ სირთულის დაძლევა შევძელით ისევ ტრენერის დახმარებით. დისკომფორტი არ შემქმნია. პირიქირ, მიხარია, ვისწავლე, როგორ დავგეგმო ნაკლები ძალისხმევით პროექტისთვის აქტივობები, როგორ დავაკვირდე მოსწავლეთა პროგრესს... ასე რომ, ჩემი მუშაობის პერიოდში ამ ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას აქტიურად გამოვიყენებ. დიდი მადლობა ტრენერს ასეთი ენერგიული მუშაობისთვის
             ტრენინგის მე-6 დღე                                                                   რეფლექსია გავწერეთშინაარსობრივი კრიტერიუმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.
           ტრენინგის მე-5 დღე                                                               რეფლექსია ტრენინგის დაწყებისას გავეცანით სამუშაო მიზნებს, კერძოდ, განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია და თითოეული სტრატეგიის მეთოდები და ინსტრუმენტები, შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის მეთოდები და ინსტრუმენტები და გავწერეტთ შეფასების დროის ჩარჩოში, დავათვალიერეთ რამდენიმე შეფასების ფორმა, მივიღეთ საშინაო დავალება.
                                        ტრენინგის მე-4 დღე                                    რეფლექსია გავეცანით ტრენინგის მიზნებს, საიტიდან   ncp.ge          მოვიძიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი კრიტერიუმები და ინდიკატორები, ინდიკატორებიდან გამომდინარე, გავწერეთ პროექტის სასწავლო მიზნები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე,, მოვიფიქრეთ ჩვენი პროექტისათვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები,, გავწერეთ გეგმაში, მოვახდინეთ ფაილის გაზიარება შემდგომი კომენტარებისთვის.
 ტრენინგის  მესამე დღე-რეფლექსია ტრენინგის დაწყებისთანავე გავიხსენეთ წინა მასალა,გავეცანით დღევანდელი ტრენინგის მიზნებს, შემდეგ საშინაო დავალება გადმოვიტანეთ ელექტრონულ ფორმატში,შევქმენით პუბლიკაცია,ვისაუბრეთ სტანდარტისა და ინდიკატორების მნიშვნელობაზე, მიზნებზე- მოდული 2, აქტ. 1, საშინაო დავალებად მივიღეთ, ჩვენი პროექტის თემიდან გამომდინარე, შევარჩიოთ სტანდარტი და ინდიკატორები. ვფიქრობ, დღევანდელი ტრენინგი იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ვისწავლე ინტერნეტსივრცეში  მუშაობა და დავაზუსტე ყველა ბუნდოვანი საკითხი, რაც პროექტს უკავშირდება.